Pages

Tuesday, July 22, 2014

როექტი : OUR FARM
პროექტის მთავარი თემა: ფერმა და ფერმაში მცხოვრები ცხოველები.
პროექტის აქტუალობა: ბავშვებმა კარგად დაიმახსოვრონ შესწავლილი მასალა,თუ რა ცხოველები ცხოვრობენ ფერმაში და როგორია ესა თუ ის ცხოველი,სად ცხოვრობენ, რას მიირთმევენ და ა.შ.
პროექტის მიზნები ბავშვებმა ისწავლონ ჯგუფურად მუშაობა და შესწავლილი მასალის გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები ერთად შექმნიან ფერმის მაკეტს,ილუსტრირებულ წიგნებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფერადი ქაღალდები,პატარა სათამაშო ცხოველები,პლასტელინი,ფერადი ფანქრებიკალამი,ფურცლები....
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მთავარ იდეას ,აუხსნის მათ პროექტის მიზანს და დაყოფს მათ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს დაევალება შექმნას ფერმის მაკეტი ან ილუსტრირებული წიგნი,რომელშიც იქნება ფერმის ცხოველების და ფერმაში მდგარი შენობების სურათები.სურათებს თან უნდა ახლდეს განმარტებები ინგლისურ ენაზე.ბავშვები შეიკრიბებიან,ჯგუფებში ზოგიერთი  მათგანი გააკეთებს ფერმის მაკეტს, ზოგიერთი  მათგანი კი ილუსტრირებულ წიგნს(სურვილის მიხედვით).შემდეგ ამ ნამუშევრებს მოიტანენ სკოლაში და მოეწყობა გამოფენა.ყველა ნამუშევარს მიენიჭება ნომერი,  გამოფენაზე მისულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ მათთვის ყველაზე კარგი ნამუშევრის ნომერი დაწერონ ფურცელზე და ეს ფურცელი მოათავსონ სპეციალურ ყუთში.გამოფენა გაგრძელდება  ხუთი დღე.ხუთი დღის შემდეგ გაიხსნება ეს ყუთი  და ბავშვები და მასწავლებელი ნახავენ თუ რომელმა ნამუშევარმა დაიმსახურა მეტი მოწონება. პროექტში მონაწილე ყველა ბავშვი დაჯილდოვდება სიგელით,ხოლო გამარჯვებული პროექტის ავტორები კი წამახალისებელი პრიზებით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
უცხ.დ.III.13.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლიათანაკლასელებთან, მასწავლებელთანთანამშრომლობა.
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.





გაკვეთილის მთავარი თემა
Valentines Day (ვალენტინობა) - ეროვნული სასწავლო გეგმით რეკომენდებული შინაარსის მიხედვით, ასევე სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით.
სწავლების საფეხურისაბაზო, VI კლასი - (Friends 2-Carol Skinner)
მოსწავლეთა პროფილიკლასში 24 მოსწავლეა, ნორმალური განვითარების, მათ შორის 6-5 ჰიპერაქტიური ბავშვი და 2-1 ნაკლებად აქტიური მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობაგაკვეთილი აქტუალურია - თემა საინტერესოა თავისი შინაარსით, დატვირთულია ისტორიული მოვლენებით და მოსწავლეები მოელიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება- გაფართოებას. (უკვე ამ ასაკში მოზარდებში არსებობს ინტრიგის ფაქტორი.) ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები იყენებენ მათ მიერ უკვე დაუფლებულ ლექსიკურ-გრამატიკულ უნარებ-ჩვევებს, უკავშირებენ მათ ახალს, რაც შემდგომში დაეხმარებათ სხვა საკითხების ადვილად ათვისებასა და ცოდნის ინტეგრირებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგებიმოსწავლეები ეუფლებიან ტექსტის მოსმენა-გაგებას, გამოიმუშავებენ ინფორმაციის გაცვლის უნარ-ჩვევას, წერის უნარს, გაცნობითი და ძიებითი კითხვის ტექნიკის გამოყენებით ტექსტის დამუშავებას, დაეუფლებიან ენის ინტონაციას, გაიუმჯობესებენ მეტყველების უნარს წინარე ცოდნის გამოყენებითა და ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისების საშუალებით, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება. გამოიმუშავებენ თვითშეფასების უნარსაც.

უნდა მოვახდინოთ მოსწავლის მოტივაცია.
მოსწავლემ უნდა შეიძინოს:
1.სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა)
2.სასიცოცხლო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება....)
3.უცხო კულტურის გაგების უნარი
4.უცხო ენის სწავლის უნარ-ჩვევები (სწავლის სწავლა)

მოსწავლეს ჩამოუყალიბდება სხვადასხვა სახის დამოკიდებულება:
1.უცხო ენის სწავლის სურვილი
2.ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ
3.განუვითარდებათ ღირებულებითი შეფასების უნარი
4.ინდივიდუალურ განსხვავებათა პატივისცემა და დაფასება
5.გაუჩნდეთ ახალი აღმოჩენების კეთების სურვილი

მიმართულება - მოსმენა:
უცხ.ს.II.1 მოსწავლე ისმენს და იგებს მასწავლებლის მითითებებს და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.
(სათანადოდ რეაგირებს, ასრულებს სავარჯიშოებს)

უცხ.ს.II.2.მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე აგებულ ტექსტს.
უცხ. II.3. მოსწავლე ისმენს და იგებს აუდიო ან ვიდეო ჩანაწერს
უცხ.ს.II.6. მოსწავლე შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით იყენებს სათანადო სტრატეგიებს
უცხ. ს.I.2 მოსწავლე ეუფლება უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ფონოლოგიურ სისტემას.

მიმართულება კითხვა:
უცხ.ს.I.11 მოსწავლე კითხულობს და იგებს ყოფითი ხასიათის ინფორმაციულ ტექსტს
გ. მენიუ (კერძები, დესერტი, სასმელები და სხვა)
უცხ.ს.II.9. მოსწავლე კითხულობს და იგებს სავარჯიშოს პირობას (ასრულებს მითითებას).
უცხ.ს.II.10 მოსწავლე კითხულობს და იგებს მარტივ კორესპონდენციას: სხვადასხვა სახის ღია ბარათს (მისალოცი, პირადი წერილი).
უცხ.ს.II.14 მოსწავლე კითხულობს და იგებს თხრობით ტექსტს.
უცხ.ს.II.15 მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურულ მახასისთებლებს და ნასწავლ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს.
უცხ.ს.II.16 მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა ტექნიკას (გაცნობითი და ძიებითი- კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად)

მიმართულება წერა
უცხ.ს.II.17. მოსწავლე ნიმუშის მიხედვით წერს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათს
უცხ.ს.II.18. მოსწავლე სწერს წერილს თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას).
უცხ.ს.II.21. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და ფუნქციურად იყენებს ელემენტარულ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს.

მიმართულება ლაპარაკი
უცხ.ს.II.23. მოსწავლე ეუფლება უცხოური ენის ფონოლოგიურ სისტემას.
(გასაგებად მეტყველებს და ცდილობს დაიცვას ენისათვის დამახასიათებელი ინტონაცია ჟღერადობა, აქვს სათანადო გამოთქმა).
დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.II.24. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში.

მონოლოგური მეტყველება
უცხ.ს.II.26. მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს.
(აღწერს ადამიანებს, იძლევა დადებით ან უარყოფით შეფასებებს, გადმოსცემს მოკლე შინაარსს.)
უცხ.ს.II.27. მოსწავლე მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ნასწავლ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს.
უცხ.ს.II.28. მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიებს.

მიმართულება კულტურათა დიალოგი
უცხ.ს.II.29. მოსწავლე ამოიცნობს ინფორმაციას კულტურის სფეროდან. (ამოიცნობს ილუსტრაციებზე ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურულ ძეგლებს).

მიმართულება - სწავლის სწავლა
უცხ.ს.II.32. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით განჭვრეტს შესასრულებელი დავალების მოთხოვნებს
უცხ.ს.II.33. მოსწავლე იძენს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.
უცხ.ს.II.37. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით. (აქტიურად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში)
წინასწარი ცოდნაიმისათვის, რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ, მოსწავლეებs უნდა ჰქონდეთ ელემენტარული ცოდნა ამ საკითხზე, კერძოდ, წინა წელს შესწავლილი მასალა ვალენტინობაზე. (ასევე Friends 1- ში მოც. მასალა)
შეფასების საგანი და პროცედურებიშეფასება იქნება განმსაზღვრელი, ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური. ის სამუშაოები რაც შეასრულა ჯგუფმა, მთლიანობაში შეფასდება ჯგუფურად. ხოლო ინდივიდების მსჯელობა, ზეპირი პრეზენტაცია და სხვა შესრულიბული სამუშაო შეფასდება ინდივიდუალურად.

II აქტივობის შეფასების კრიტერიუმები:
16-15 - ამოიცნობს კონკრეტულ სიმბოლოებს და ასახელებს მათ.
8-7 - ამოიცნობს კონკრეტულ სიმბოლოებს, ასახელებს მხოლოდ რამოდენიმე ნაცნობ სიტყვას.
III აქტივობის შეფასების კრიტერიუმები:
10-9 მოსწავლე იგებს, ამოიცნობს მარტივი კორესპონდენციისა და მენიუს შინაარსს და არგუმენტირებს
8-7 ამოიცნობს მარტივ კორესპონდენციას და მენიუს და მიუთითებს მათზე
6-5 უჭირს ზოგადი შინაარსის გაგება, ასახელებს მხოლოდ რამოდენიმე ნაცნობ სიტყვას

IV აქტივობის შეფასების კრიტერიუმები:
10 - 9 ყოველთვის აქვს ჯგუფში მუშაობის მაღალი მოტივაცია, მსჯელობს, სხვების აზრს ითვალისწინებს. ამოიცნობენ პერსონაჟებს, ისტორიულ მოვლენის ადგილს, აღწერენ ვალენტინს
8-7 - უმეტესად ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში, გამოთქვამს თავის შეხედულებებს, თუმცა ზოგჯერ უჭირს სხვისი მოსმენა.
6-5 - ზოგჯერ ერთვება ჯგუფის მუშაობაში, თავს იკავებს აზრის გამოთქმისგან, თუმცა არის ძირითადად პასიური მსმენელი.
2-1 - იშვიათად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
4-3 - არ არის ჩართული ჯგუფის მუშაობაში, დაკავებულები არიან IX აქტივობის I პუნქტით.

V აქტივობის შეფასების კრიტერიუმები:
4-3 - გადმოსცემს მოკლე შინაარსს მონოლოგიურად.
5-4 - ცდილობს დაამატოს თავისი აზრი.
10 - იგებს მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის ზოგად შინაარსს, მთავარ თემას. ამოიცნობს სიტყვებს და გამოთქმებს.
9-8 - იგებს მთავარ თემას, ასახელებს რამოდენიმე ნაცნობ სიტყვას.
5-4 - ვერ იგებს ზოგად შინაარსს, სჭირდება ქართულად თარგმნა, მასწავლებლის დახმარებით ახერხებს პასუხის გაცემას.

VI აქტივობის შეფასების კრიტერიუმები:
18-17 - მოსწავლე ამოიცნობს მოცემულ ქალაქებს და ასახელებს მათ ინტონაციისა და ფონეტიკის წესების გამოყენებით.
6-5 - ადასტურებს ნათქვამს.

VII აქტივობის შეფასების კრიტერიუმები:
9-8 - იმართება დისკუსია და აზრების გაცვლა-ჩანიშვნა.
5-4 - აკვირდება და ხანდახან ერთვება თავისი აზრებით.

VIII აქტივობის შეფასების კრიტერიუმები: (ფასდებიან როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად)
6 - წყვილებში ასრულებენ VII აქტივობის მოთხოვნას (როლური თამაში).
18-17 - პასიურ მსმენლები და შემფასებლები არიან.
4-3 - არ არის ჩართული ჯგუფის მუშაობაში, დაკავებულები არიან IX აქტივობის მე-2 პუნქტის კეთებით.

IX აქტივობის შეფასების კრიტერიუმები:
6-5 - ეძლევათ საშუალება წარმოადგინონ ერთობლივი ნამუშევარი (პრეზენტაციები)
2-1 - წარმოადგენს ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებულ სურათებს
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებიდამჭირდება შემდეგი რესურსები:
1. წინასწარ მომზადებული ფურცლები მინი ტექსტებით რომლებიც შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს
2. მნიშვნელოვანი მოვლენების მოსანიშნად ღია ფერის მარკერები
3. დაჭრილი სურათები გამზადებული ასაწყობად (იხ. დანართი)
4. ფლომასტერები
5. წინასწარ შესრულებული ნახატი სიმბოლოებზე
6. თემატურად ამორჩეული ნივთები კლასის დეკორაციისთვის (ბუშტები, ლენტები, ყვავილები, რბილი სათამაშოები, პოსტერები, წარწერები ცნობილი ადამიანების გამონათქვამებით)
8. 1 კომპიუტერი, პროექტორი
9. MS Power Point : ა) სიმბოლოების, საჩუქრების, სხვადასხვა აქსესუარების slide-show1; ბ) ღია ბარათი და სამზარეულოს მენიუ - slide-show2; ; გ) 10 ტოპ რომანტიული ქალაქი - slide-show3.
10. MS Word კროსვორდი, კრიპტოგრამა (დანართი), გამოსაყენებელი ახალი სიტყვების ნუსხა, მინი ტექსტები.
11. Internet ფილმი(http://www.youtube.com/watch?v=WW1mR6m8f1k)
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტიდრო 45 წთ
დამჭირდება ვალენტინობის ისტორიის ცოდნა, პირველი ღია ბარათის კონცეფციის წარმოშობა და მისი თანამედროვეობამდე მოსვლა; თუ როგორ იგზავნება წერილი კომპიუტერის ან მობილური ტელეფონის საშუალებით. ასევე გრამატიკული ერთეულების გააქტიურება, მაგ, Present, Past and fufture Simple, Degrees of Comparision, კონსტრუქცია be going to, Stative Verbs

მუშაობის ტიპი ჯგუფური (3 ჯგუფად) ყოველ ჯგუფს ჰყავს თავის ლიდერი

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას;
I აქტივობა გონებრივი იერიში (5 წთ):
შეკითხვები: 1. როდის აღნიშნავენ ვალენტინობას? 2. ვის სახელს ატარებს? 3. რას უგზავნიან ერთმანეთს ძვირფასი ადამიანები? 4. რა შეიძლება იყოს ამ დღის საჩუქარი? 5. ჩვენთან თუ აღნიშნავენ ვალენტინობას? 6. მსგავსი დღესასწაული თუ გვაქვს ჩვენ?

II აქტივობა (2 წთ) - მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით დააკვირდნენ ეკრანზე გაშვებულ დასათაურებულ სლაიდ-შოუს ამოიცნონ დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლოები.

III აქტივობა (3 წთ) - მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პირველი ღია ბარათის კონცეფციის წარმოშობა და მისი თანამედროვეობამდე მოსვლას, მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან ეკრანზე ნაჩვენებ 2 ტექსტს, ამოიცნობენ რომელი ტექსტი შეესაბამება კორესპონდენციას და რომელი მენიუს და რატომ? რა მახასიათებლები აქვთ?

IV აქტივობა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით უყურონ და მოუსმინონ ეკრანზე გაშვებულ ფილმს (10წთ) - დავალება (ჯგუფური): ა)აღწერეთ ვალენტინი ვინ მეტ მახასიათებელს მოიფიქრებს; ბ)ამოიცანით პერსონაჟები, ისტორიული მოვლენის ადგილი;
V აქტივობა ცნობილი ამბები (ჯგუფური) - 7წთ: მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს მიცემული ტექსტის მიხედვით ამოკრიბოს საჭირო ინფორმაცია და მოკლედ გადმოსცეს მისი შინაარსი (მოსწავლე იყენებს კითხვის ტაქნიკის სტრატეგიებს). ორი ჯგუფი მუშაობს ტექსტებზე, ხოლო მესამე მოსმენილ ტექსტებს შორის პოულობს საერთოს და განსხვავებულს.

VI აქტივობა სლაიდ-შოუ ამოიცნონ ნაჩვენები რომანტიული ქალაქები (ჯგუფური): 2წთ

VII აქტივობა (ჯგუფური) 7წთ: ჯგუფებს ვავალებ სიმულაციური სიტუაციების შექმნას თემებზე: 1. საუბარი რომანტიულ ქალაქზე (რატომ დაპატიჟებ იქ საყვარელ ადამიანს? - ეძლევათ ერთ-ერთი ქალაქის აღწერილობა თავისი მომხიბლაობით); 2. შეკვეთის გაკეთება კაფეში (ეძლევათ მენიუ) ; 3. საჩუქრის შერჩევა მეგობრისთვის მაღაზიაში.

VIII აქტივობა დიალოგის პრეზენტაცია (წყვილური): 3წთ
IX აქტივობა პრეზენტაცია - 1.ღია ბარათის (2წთ): ჰიპერაქტიურ ბავშვებს II აქტივობის დასრულებისას დაევალათ ღია ბარათების დამზადება, შიგ მისალოცი სიტყვების სათანადო წესებით ჩაწერა და ადრესატების მოძებნა; 2. მიეცათ დასამუშავებლად კრიპტოგრამა და კროსვორდი (3წთ); 3. ამავდროულად ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს ევალებათ ასაწყობი სურათების თანმიმდევრულად დალაგება- (1 წთ)

საშინაო დავალება ყველასთვის: ღია ბარათის ელექტრონული ვერსიით გაგზავნა;
ლიდერებს დაევალოთ:
1. მოამზადონ მოხსენება თავიანთი ჟგუფის აქტივობებზე და მიღწევებზე;
2. შექმნან ეისლერ-ვენის დიაგრამა V აქტივობის მიხედვით.


Saturday, July 19, 2014

            ინგლისურ ენაში                                   პრეზენტაციის  შეფასების   სქემა
შედეგები
1-2
3-5
6-7
8-10
შესავალი
ტრაფარეტულია და უინტერესო
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების მაგრამ ყურადღებას  ვერ იპყრობს
საინტერესოდ არის მოწოდებული და შეესაბამება თემას
ეფექტურია არა ტრაფარეტული და იპყრობს აუდიტორიის  ყურადღებას
თემის გასაგებად წარმოდგენა

ბუნდოვვანია  საუბრობს  დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივ არის გასაგები მოითხოვს დამატებით განმარტებას
გასაგებია  მაგრამ არის ხარვეზები ითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკითხები  ნათელი და დამაჯერებელია
ლოგიკურობ
ლოგიკა დარღვეულია  არ არის კავშირი  ნაწილებს შორის
ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობა
ძირითადად ლოგიკური და თანმიმდევრულია  მაგრამ არა მკაფიოდ
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებულია
არგუმენტაცია
არ არის არგუმენტები
არგუმენტები მცირე და არა დამაჯერებელია
არგუმენტები აქვს  მაგრამ აკლია  ფაქტობრივი მასალით გამყარება
არგუმენტი აქვს  დამაჯერებელია და გამყარებულია ფაქტობრივი  მასალით
დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები ულოგიკო და გაუმართავია
ლოგიკურია მაგრამ არ ხდება ყველა საკითხის  რეზიუმირება
ლოგიკური და ორიგინალურია
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს  კონტაკტს  საუბარი გაურკვეველია
პერიოდულად  ცდილობს  აუდიტორიის ყურადღებას მაგრამ არ იცის  რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას  და ძირითადად კონტაკტს ამყარებს
ფლობს აუდიტორიას ეფექტურად იყენებს  ვერბალურ  და არა ვერბალურ  ხერხებს
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს  პასუხის გაცემა ი
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა შეკითხვას პასუხობს
სრულყოფილ პასუხს სცემს  ყველა  შეკითხვას








 
გაკვეთილის  თემა :  The Seven Wonders of The World   
 მასწ.  დ ხიდურელი       
 
გაკვეთილის  თემა :  The Seven Wonders of The World   
 მასწ.  დ ხიდურელი                                           
მოსწავლეთა პროფილი    3 საფ.12 კლასი  განსაკუთრებული საჭიროების                                                                                                               
                                                                 მქონე  მოსწავლე არ არის             
                                                         
გაკვეთილის  მნიშვნელობა /აქტუალობა :    მოსწავლე ეცნობა  მსოფლიოს  ძველ და ახალ  უდიდეს საოცრებებს უცხო ენაზე  -ისტორიიდან მიღებული ცოდნა  ინტერესს იწვევს მათში
გაკვეთილის მიზნები და შედეგები :    მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს  ზეპირმეტყველების  უნარი  შეძლოს დამოუკიდებელი აზროვნება , სხვადასხვა  სასწავლო  რესურსების  მიზნობრივად გამოყენება  განუვითარდეს მოსმენის ,კითხვის  ,წერის  და საუბრის  უნარები (მიზნები)
მოსწავლეს ჩამოუყალიბდება ზეპირმეტყველების უნარი  , შეეძლება დამოუკიდებელი აზროვნება  გამოიყენებს  სხვადასხვა სასწავლო რესურსს , განუვითარდება  მოსმენის ,კითხვის, წერის და საუბრის უნარები (შედეგი) 
უცხ.VI  1..მოსწავლე იყენებს  მასწ. მითითებებს სავარჯიშოების ინსტრუქციებს 
შედეგი  თვალსაჩინოა ,როდესაც  მოსწ.  ასრულებს მითითებულ სავარჯიშოებს
უცხ.VI.11.მოსწ. იყენებს  კითხვის სტრატეგიებს
შედეგი თვალსაჩინოა როდესაც მოსწ დამოუკიდებლად  ამოიცნობს  უცხო სოტყვებს  კონტექსტის  დახმარებით
უცხ. VI.14. მოსწ. აქტიურადაა ჩაბმული  სასწ. პროცესში
შედეგი თვალსაჩინოა  როდესაც მოსწ. ხალისით მონაწილეობს  აქტივობებში  აკეთებს თვით შეფასებას  და ცდილობს  ზოგიეთი ნაკლის  გამოსწორებაზე  ეძებს გზებს  როგორ  დაიმახსოვროს ხალი სიტყვები  აღნიშნავს  საკუთარ და სხვის შეცდომებს
უცხ.VI 15 მოსწ.იყენებს  არსებულ რესურსებს  და ქმნის ახალს
შედეგი თვალსაჩინოა  როდესაც მოსწ. იყენებს  სახელმძღვანელოს , ლექსიკონს და და ქმნის ახალ  slide show -ს  ბარათს  
წინარე ცოდნა:   მოსწავლეებმა  ზოგადად  იციან მსოფლიოს 7 სოცრების შესახებ  ფლობენ ლექსიკურ მარაგს   
 შეფასების  საგანი და პროცედურები  შეფასება მოხდება  კითხვების  საშუალებით, წერითი სავარჯიშოებით დისკუსიით-ახალი ლექსიკური მარაგის გამოყენებით მოსასმენი  სავაჯიშოებით, ჩართულობით   შეფასების ტიპი  განმავითარებელი   და განმსაზღვრელი
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები   სასწ.მასალა-სახელმძღვანელო, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია 
ტექნიკური რესურსი- კომპიუტერი ( მოსასმენი სავარჯიშოებისთვის , slide sh.)
გაკვეთილის მსვლელობა საკლსო მენეჯმენტი
1.    კითხვა კლასს  what do you know about the seven wonders ? 5წთ
2.      გამოწვევის მიზნით ისმენენ ინფორმაციას და უყურებენ  slide sh. 10წთ
3.      დამოუკიდებლად კითხულობენ და  ეცნობიან ტექსტს  და უცხო სიტყვებს 15წთ
4.    ტექსტის წაკითხვის შემდეგ იმართება დისკუსია  ახალი სიტყვების გამოყენებით   და სრულდება სავარჯიშოები (წერითი და მოსასმენი)10წთ
5.      შეფასება ინდივიდუალური და საშინაო დავალება - მოიპოვონ ინფორმაცია  თანამედროვე  საოცრებების  შესახებ და გააკეთონ  slide show 5წთ                                     
მოსწავლეთა პროფილი    3 საფ.12 კლასი  განსაკუთრებული საჭიროების                                                                                                               
                                                                 მქონე  მოსწავლე არ არის             
                                                         
გაკვეთილის  მნიშვნელობა /აქტუალობა :    მოსწავლე ეცნობა  მსოფლიოს  ძველ და ახალ  უდიდეს საოცრებებს უცხო ენაზე  -ისტორიიდან მიღებული ცოდნა  ინტერესს იწვევს მათში
გაკვეთილის მიზნები და შედეგები :    მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს  ზეპირმეტყველების  უნარი  შეძლოს დამოუკიდებელი აზროვნება , სხვადასხვა  სასწავლო  რესურსების  მიზნობრივად გამოყენება  განუვითარდეს მოსმენის ,კითხვის  ,წერის  და საუბრის  უნარები (მიზნები)
მოსწავლეს ჩამოუყალიბდება ზეპირმეტყველების უნარი  , შეეძლება დამოუკიდებელი აზროვნება  გამოიყენებს  სხვადასხვა სასწავლო რესურსს , განუვითარდება  მოსმენის ,კითხვის, წერის და საუბრის უნარები (შედეგი) 
უცხ.VI  1..მოსწავლე იყენებს  მასწ. მითითებებს სავარჯიშოების ინსტრუქციებს 
შედეგი  თვალსაჩინოა ,როდესაც  მოსწ.  ასრულებს მითითებულ სავარჯიშოებს
უცხ.VI.11.მოსწ. იყენებს  კითხვის სტრატეგიებს
შედეგი თვალსაჩინოა როდესაც მოსწ დამოუკიდებლად  ამოიცნობს  უცხო სოტყვებს  კონტექსტის  დახმარებით
უცხ. VI.14. მოსწ. აქტიურადაა ჩაბმული  სასწ. პროცესში
შედეგი თვალსაჩინოა  როდესაც მოსწ. ხალისით მონაწილეობს  აქტივობებში  აკეთებს თვით შეფასებას  და ცდილობს  ზოგიეთი ნაკლის  გამოსწორებაზე  ეძებს გზებს  როგორ  დაიმახსოვროს ხალი სიტყვები  აღნიშნავს  საკუთარ და სხვის შეცდომებს
უცხ.VI 15 მოსწ.იყენებს  არსებულ რესურსებს  და ქმნის ახალს
შედეგი თვალსაჩინოა  როდესაც მოსწ. იყენებს  სახელმძღვანელოს , ლექსიკონს და და ქმნის ახალ  slide show -ს  ბარათს  
წინარე ცოდნა:   მოსწავლეებმა  ზოგადად  იციან მსოფლიოს 7 სოცრების შესახებ  ფლობენ ლექსიკურ მარაგს   
 შეფასების  საგანი და პროცედურები  შეფასება მოხდება  კითხვების  საშუალებით, წერითი სავარჯიშოებით დისკუსიით-ახალი ლექსიკური მარაგის გამოყენებით მოსასმენი  სავაჯიშოებით, ჩართულობით   შეფასების ტიპი  განმავითარებელი   და განმსაზღვრელი
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები   სასწ.მასალა-სახელმძღვანელო, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია 
ტექნიკური რესურსი- კომპიუტერი ( მოსასმენი სავარჯიშოებისთვის , slide sh.)
გაკვეთილის მსვლელობა საკლსო მენეჯმენტი
1.    კითხვა კლასს  what do you know about the seven wonders ? 5წთ
2.      გამოწვევის მიზნით ისმენენ ინფორმაციას და უყურებენ  slide sh. 10წთ
3.      დამოუკიდებლად კითხულობენ და  ეცნობიან ტექსტს  და უცხო სიტყვებს 15წთ
4.    ტექსტის წაკითხვის შემდეგ იმართება დისკუსია  ახალი სიტყვების გამოყენებით   და სრულდება სავარჯიშოები (წერითი და მოსასმენი)10წთ

5.      შეფასება ინდივიდუალური და საშინაო დავალება - მოიპოვონ ინფორმაცია  თანამედროვე  საოცრებების  შესახებ და გააკეთონ  slide show 5წთ

Wednesday, July 16, 2014

პროექტის  სახელწოდება ;   არა  პოლიეთილენს   .                                        
2.პროექტის  მთავარი იდეა      პოლიეთილინის ჩანთების       
                          ნაცვლად გამოვიყენოთ მამაპაპური  ნაჭრის  ჩანთები  
 .პროექტის აქტუალობა ; ეს    თემა აქტუალურია  რადგან ადა
მიანის  სიცოცხლისათვის  აუცილებელი პირობაა ჯანმრთელი კვება  და პროდუქტების  შენახვის ან გადაზიდვის  პირობები  და ეს პრობლემა ხელმისაწვდომი იქნება უცხოელთათვის   ლოგოების ორენოვანი  მინიშნებით
4.პროექტის  მიზან ი  მოსწავლეებისა და მოსახლეობის  ინფორმირება ( თუ რამდენი ზიანის   მიყენება  შეუძლია პოლიეთილინს ; 1 ხელი შეუშალოს ჯანმრთელ კვებას 2. დაანაგვიანოს გარემო და საფრთხე შეუქმნას  როგორც ეკოლოგიას ასევე ცხოველებს)   და რამდენად  შეუწყობს ხელს პრობლემის  გადაჭრაში  პოლიეთილენის ჩანაცვლებას ნაჭრის ჩანთებით
5.მონაწილეთა ასაკ ი 16-17წ მოსწავლეები
6.პროექტის ხანგრძლივობა 15 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია რაც შეიძლება შეიქმნას --- კარგად ინფორმირებული  მოსახლეობა და მოსწავლეები  რეგულარულად გამოიყენებენ ნაჭრის  ჩანთებს    ბავშვები თვითონ დაამზადებენ ჩანთებს ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით                                                                                    
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები  კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი,(ფილმის საჩვენებლად სადაც ნაჩვენები იქნება  ხეებზე გაკიდებული ფერადი პოლიეთილენის  პარკები),ქაღალდი,  ნაჭერი ,ძაფი, ნემსი აპლიკაციები
9.პროექტის მსვლელობა ; მოსწ. დაყოფა ჯგუფებად  თითეულ ჯგუფს მიეცემა დავალება 1 . პრობლემის მოძიება  ანუ დაბინძურებული გარემოს აღბეჭვდვა 2 ბანერების გაკეთება მაღაზიებში სავაჭრო  ადგილებში  და საზკვების  ობიექტებზე
ნიმუშის სახით ჩანთის მოდელირება   თითეული ლოგო ჩანთაზე მიუთითებს  თუ რისთვის გამოიყენებამგ. ;პური  bread   ბოსტნეული vegetable    ხილი  fruit  და ა.შ  
10 საგნობრივ  ჯგუფთან  კავშირი. ინგლისური  . ხელოვნება  ეკო კლუბი .. მეტეხარა..
11პროექტის ხელ-ლი დ .ხიდურელი ინგლისური       თანამონაწილე ხელოვნება    მ. ხუციშვილი

ეკოლოგია ქ  თომაძე                                      

no plastic bags

Georgian

Creative Commons License